გამოფენა გალერეა "უნივერსში" - „ვესაუბრე ხის ღეროებს“

30-06-2016
30 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ჯინჭარაძის ნამუშევრების გამოფენა - „ვესაუბრე ხის ღეროებს“.

პროფ. ჯინჭარაძის ნამუშევრები შექმნილია 1992- 2002 წლებში. ავტორმა მუნდშტუკების ძირითადი კოლექცია განათავსა სხვადასხვა კონფიგურაციის კომპოზიციებში, ჩარჩოში ჩასმულ დაფებზე, ხოლო ნაწილი ნამუშევრებისა ინდივიდუალურად შეიფუთა თანამედროვე დიაზაინის გამჭვირვალე ცალკეულ პაკეტებში თამბაქოს მწეველი ცნობილი ადამიანების ფოტოებით, რაც ხაზს უსვამს უტილიტარულ და ფუნქციურ დანიშნულებას და უფრო მიმზიდველს ხდის ნიმუშს (500-მდე ნიმუში).

სპეციალურად შემოთავაზებული აქცენტირება მოგვაგონებს გასული საუკუნის საბჭოთა პერიოდის 40-50 წწ. საგამოფენო ესთეტიკას, სტილს, როდესაც მსგავსი თვითშემოქმედების გამოფენები ეწყობოდა საზოგადოებრივი შენობების ფოიეებში, კლუბებსა და კულტურის სახლებში. დღეს ამგვარი „კიჩის“, როგორც მხატვრული ხერხის, გააზრებულად წარმოდგენა მეტ რეტროსპექტულობას და შინაარსს სძენს გამოფენას და უფრო კონტრასტულსა და თვალსაჩინოს ხდის პროდუქციის მიწოდების განსხვავებულ ფორმებსა და მიდგომებს სხვადასხვა ეპოქაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები