პრაქტიკული კურსი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“

25-06-2016 პრაქტიკული კურსი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“
25 ივნისს გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებმაც გაიარეს პრაქტიკული კურსი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას 4 თვის მანძილზე გადიოდნენ. სტუდენტებს პრაქტიკული კურსის განმავლობაში საშულება ქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით ეწარმოებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები, შეედგინათ სასამართლო დოკუმენტები (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვა) და განეხორცილებინათ წარმომადგენლობა როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

პრაქტიკული კურსი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“
ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია, გადაამზადოს და კვალიფიკაცია აუმაღლოს იურიდიულ სფეროში მომუშავე პირებს, საშუალება მისცეს მათ პრაქტიკაში გამოიყენონ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა და განავითარონ სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი. ამავე დროს, დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტები ახორციელებენ სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს .

სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ასევე, სტუ-ს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები