National instruments კომპანიის მადლობა სტუ-ს

23-06-2016 National instruments კომპანიის მადლობა სტუ-ს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „National instruments“-ის ერთობლივი სემინარის  ორგანიზებისა და  წარმატებით ჩატარებისათვის, National instruments ამერიკული კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელობამ ბალტიისპირეთის, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში, მადლობა გამოუცხადა სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილს. პრაქტიკული სემინარი ტექნიკურ უნივერსიტეტში 17-18 მაისს ჩატარდა და მის თემას წარმოადგენდა „National Instruments-ის ჩაშენებული ტექნოლოგიები ეფექტური წარმოების ორგანიზაციისათვის: დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტამდე“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია National Instruments ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს საზომი ტექნოლოგიებისა და მართვის სფეროში.

ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი და მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალში რეგულარულად ჩატარდეს მსგავსი ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებები ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები