სტუ-ს პროფესორის სალექციო კურსები „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში

12-05-2015 სტუ-ს პროფესორის სალექციო კურსები „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში
4 მარტიდან 6 მაისამდე  სტუ-ს ასოც. პროფესორმა ხათუნა ჩაფიჩაძემ „აგჰ“  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში - AGH University of Science and Technology (კრაკოვი, პოლონეთი) როგორც მოწვეულმა პროფესორმა, ორი სალექციო კურსი  წაიკითხა.

სალექციო კურსების თემატიკა მოიცავდა კავკასიის საკითხებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული იდენტობის კონტექსტში და ნეოლიბერალიზმსა და გლობალიზაციას.

პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, სტუ-ს პროფესორმა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გააკეთა პრეზენტაციაც, თემაზე: „რადიკალური ნეოლიბერალური პოლიტიკიდან სოციალური დაცვის რეფორმებისკენ საქართველოში“.

ქართველი პროფესორი, ასევე, შეხვდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს, პროფ. იანუშ მუჰას და დეკანის მოადგილეს თანამშრომლობის დარგში, დოქტორ ანნა მალეცკას.  შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  „აგჰ“  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საკითხები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები