სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში

12-11-2015 სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში
8 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე, ერაზმუს მუნდუსის INFINITY გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში (VŠB - Technical University of Ostrava) (ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ჩაფიჩაძემ წაიკითხა ლექციების კურსი, რომლის თემატიკა მოიცავდა საქართველოსა და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ნეოლიბერალური პოლიტიკის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინტეგრაციული პროცესების აქტუალურ საკითხებს.

სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში
ლექციების კურსი, ასევე, ეხებოდა საქართველოს გამოცდილებას ნეოლიბერალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების/პოლიტიკის განხორციელების კუთხით, სპეციალური ფოკუსით ფისკალურ პოლიტიკასა და სახელმწიფო ხარჯებზე და ფემინისტურ ეკონომიკას ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ და ადგილობრივ ეკონომიკაში - ნეოლიბერალური ინტერვენციის საპირისპიროდ.


სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისას ქართველმა პროფესორმა 12 - 16 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ “ოსტრავას მე-6 საერთაშორისო კვირეულში“ და ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, დოქტორ მარია იაშკოვას და სტუდენტთა მობილობის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ლენკა ფაბიკოვას. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტ „ვსბ“- ს შორის თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საკითხები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები