V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“

17-06-2016
17 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:
  • საერთაშორისო ურთიერთობები - აშშ, ნატო, ევროკავშირი, დსთ და სამხრეთ კავკასია;
  • რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკურ სივრცეში (ისტორია და თანამედროვეობა);
  • მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პროცესები;
  • საერთაშორისო და რეგიონალური ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა);
  • საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები; სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები;
  • ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ფილოლოგიური მეცნიერებები;
  • განათლება, კომუნიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური, რუსული.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციისათვის შერჩეული მოხსენებების თეზისები კონფერენციის შრომათა კრებულში გამოქვეყნდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები