შპს "რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორის საჯარო ლექცია სტუ-ში

10-06-2016
10 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შპს "რუსთავის ფოლადის" გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ კაჩუხაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

საჯარო ლექციაში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა  წარმატებული კრიზისული მართვა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - 2015-2016 წლის გამოწვევები; ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები,  ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების დასასრულს კომპანიის ინიციატივით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის წარმოდგენილი იქნა საზაფხულო სტაჟირების პროგრამა და დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ქონდათ, ადგილზევე შეევსოთ სათანადო სააპლიკაციო ფორმები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები