პროექტი „მეწარმეობის როლი ეკონომიკურ საქმიანობაში“ - სემინარები

30-06-2016
30 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში პოლონეთის ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს სემინარები პროექტის ფარგლებში - „მეწარმეობის როლი ეკონომიკურ საქმიანობაში“.

სემინარებს უძღვებოდნენ ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ევა ბოჟარი (სემინარი „Clusters as a breakthrough concept of organization of regionally concentrated economic activity“) და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი აგნეშკა რეზეპკა (სემინარი„Development of entrepreneurship based on the flow of Foreign Investment (FDI) and Transnational Corporation (TNc) in the era of globalisation. The case of Georgia and Poland“).

აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორები პოლონეთის მხრიდან არიან ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი და  კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი (ქ. სანდომიერზი), ხოლო საქართველოს მხრიდან -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვენჩურული ბიზნესის ცენტრი და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური მენეჯმენტის ცენტრი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები