სტუ-ს პროფესორის ლექციები დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

07-06-2016 სტუ-ს პროფესორის ლექციები დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
29 მაისიდან 4 ივნისამდე შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - WPUT (პოლონეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ირინე გოცირიძემ ლექციების კურსი წაიკითხა.

ქართველმა პროფესორმა ლექციები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩაატარა და აღნიშნული ლექციების თემატიკა ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და სამედიცინო ინფორმატიკის აქტუალურ საკითხებს მოიცავდა.

სტუ-ს პროფესორის ლექციები დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე, შეხვდა დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ კრჟიშტოფ პენკალასა და ერაზმუსის ინსტიტუციონალურ კოორდინატორს, ქალბატონ აგატა ბრუსკას. შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების მომზადებისა და მათი შემდგომი განხორციელების პერსპექტივები.
სტუ-ს პროფესორის ლექციები დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში   სტუ-ს პროფესორის ლექციები დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები