სამართლის სკოლა „სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი და იმიტირებული გამოძიება“

06-06-2016
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციო“ აცხადებს სამართლის სკოლას „სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი და იმიტირებული გამოძიება“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან - 22 წლამდე ახალგაზრდებს. 

პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგ-კურსები, სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი, იმიტირებული გამოძიება და დასასრულს, დახურვის ცერემონიალი. 

პროექტის პრიზები:
  • საუკეთესო პროკურორი, ადვოკატი და მოწმე დაჯილდოვდებიან MP3 Player–ებით
  • ბევრი წიგნები
  • ვაუჩერები სათამაშო ცენტრ "Gamer"–ისგან
  • კინოთეატრ "რუსთაველის" ბილეთები
  • სილამაზის აკადემიის ვაუჩერები
სამართლის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

სამართლის სკოლაში მონაწილეობის საფასური 40 ლარია (მონაწილე საფასურს იხდის მას შემდეგ, რაც გასაუბრებას გაივლის და მიენიჭება პროექტის მონაწილის სტატუსი).

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 12 ივნისი, 18:00 სთ.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს

საკონტაქტო ინფორმაცია:  568 85 63 09;  577 95 27 85

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები