გალერეა "უნივერსი" - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა

02-06-2016
1-ელ ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ინიციატივით გალერეა "უნივერსში" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს თანამშრომელთა შვილებმა და შვილიშვილებმა.

ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფ. ნაზი კუციავამ მონაწილეებს სტუ-ს ქალთა ასოციაციის სახელით სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობის ინდივიდუალიზმი და კრეატიულობა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები