სტუ-ს 84-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია

31-05-2016
სტუ-ს 84-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თითოეული სექციის ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი ინსტრუქციით:

1. ჟიურის თითოეული წევრი ავსებს #1 დანართს ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით;

2. ჟიურის წევრების შეფასების - #1 დანართიების საფუძველზე, სექციის მიერ დგება #2 დანართი სამ ეგზემპლარად (ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სადაც მიეთითება სექციის მონაწილე ყველა მომხსენებლის მონაცემები და მათი ჯამური შეფასება (ჟიურის თითოეული წევრის შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული);

3. #2 დანართების საფუძველზე დგება #3 დანართი ერთ ეგზემპლარად, სადაც მიეთითება სწავლების თითოეული საფეხურის მიხედვით გამარჯვებული (I, II, III ადგილი) სტუდენტების მონაცემები;

4. #3 დანართის საფუძველზე დგება საბოლოო ოქმი ერთ ეგზემპლარად.

კონფერენციის შესაბამისი სექციის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში,  #2 დანართი სწავლების საფეხურების მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა),  #3 დანართი და სხდომის ოქმი თითო-თითო ეგზემპლარად (შესაბამისი ხელმოწერებით) წარმოდგენილ უნდა იქნას სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #242ბ; ტელ.: 2365351; შიდა - 6820).

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჟიურის წევრი, იგი არ აფასებს მისი ხელმძღვანელობით წარმოდგენილ მომხსნენებელს. ამ ნაშრომთან/მომხსენებელთან მიმართებაში მისი შეფასების ნაცვლად დაფიქსირდება დანარჩენი ჟიურის წევრების შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები