სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მუშაობის განრიგი

31-05-2016 სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მუშაობის განრიგი
31 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.

სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მუშაობის განრიგი
სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 67 დარგობრივი სექცია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 500-მდე სტუდენტი.

სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. კონფერენციის მუშაობა 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მუშაობის განრიგი   სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მუშაობის განრიგი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები