კონფერენცია

11-10-2010
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2010 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება  სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია სახელწოდებით “1-St International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science”.
 
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება და მისი ჟურნალის ფონდი “JECS TRUST-ი”.
 
კონფერენციაზე ახალგაზრდები წარმოადგენენ თემებს: ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები; ექსპერიმენტული მაღალი ტექნოლოგიები; ბიოკერამიკა და მიკრობიოლოგია; ინოვაციები ფუნქციონალურ და კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიებში; კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციები და სხვ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ევროპის ხუთი ქვეყნის (სლოვენია, ჰოლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, თურქეთი) წარმომადგენლებიც  მიიღებენ მონაწილეობას.
 
შეხვედრას ესწრებოდა სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
 
კონფერენცია გახსნა სტუ-ს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. დ. თავხელიძე. მან მოკლედ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის უცხოელ მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის. შემდეგ ნიდერლანდების, ქალაქ ტვენტეს უნივერსიტეტის პროფ. ლუის ვინუბისმა გამართა პრეზენტაცია თემაზე: “კერამიკული მემბრანები: ფაბრიკაცია, მიკროსტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები”
 
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების, ექსპერტებისა და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის გაანალიზება და ამ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები