IPSantarém საზაფხულო კურსი

27-05-2016
2016 წლის 7-16 სექტემბერს სანტარემის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - IPSantarém (სანტარემი, პორტუგალია) ატარებს საზაფხულო კურსს.

IPSantarém საზაფხულო კურსი მოიცავს 11 მოდულს და სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ 2-3 მათგანი (მინიმუმ 30 სთ / მაქსიმუმ: 45 სთ):

- პორტუგალიური ენა და კულტურა (30 სთ)
- ძირითადი საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა (15 სთ)
- ციფრული წიგნიერება (15 სთ)
- ემოციური ზრუნვა და ბავშვთა კეთილდღეობა (15 სთ)
- მეწარმეობა (15 სთ)
- ფიტნესი (15 სთ)
- ჯანმრთელობა და საკვები (15 სთ)
- სპორტი ღია ცის ქვეშ (15 სთ)
- პორტუგალიის ისტორია და საზოგადოება (15 სთ)
- მაკეტის მოდელირების ტექნიკა (15 სთ)
- მევენახეობა და მეცხოველეობა (15 სთ)

პორტუგალიური ენისა და კულტურის მოდული შემუშავებული იქნა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გააგრძელოს სწავლა პორტუგალიაში, ერაზმუს+ მობილობის პროექტით. 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 25.07.16

სარეგისტრაციო გადასახადია 500 ევრო, 20 ივნისამდე ან 600 ევრო 25 ივლისამდე. მინიმუმ 3 წევრისგან შექმნილი ჯგუფის შემთხვევაში, ჯგუფის წევრისთვის გადასახადია 450 ევრო.

სარეგისტრაციო გადასახადი ფარავს კურსთან დაკავშირებულ აქტივობებსა და მასალებს, აკომოდაციას და ორჯერად კვებას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/ipsantaremsummercourse/

წინასწარი სააპლიკაციო ფორმისთვის: http://goo.gl/forms/4jkH11vwNeIA9HmK2

საკონტაქტო პირი:
ნუნო ჟორჟე (Nuno Jorge), IPSantarém საზაფხულო კურსის კოორდინატორი

ელ.ფოსტა: nuno.jorge@esg.ipsantarem.pt

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები