ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

27-05-2016 ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
23 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის წარჩინებული, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტები და დოქტორანტები ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის - „სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის საფუძვლები“ - ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს. ღონისძიება ითვალისწინებდა გაცნობითი ხასიათის ექსკურსიას, შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო და  პროდუქტიული აღმოჩნდა. ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ საჯარო სამსახურის, კერძოდ, პრეზიდენტის აპარატის მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერეს პრეზიდენტის სასახლე, მისი სამუშაო გარემო, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.



ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში   ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში   ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის სტუდენტების სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები