მასტერკლასი „წარმატების მიღწევის 9 გზა“

25-05-2016 მასტერკლასი „წარმატების მიღწევის 9 გზა“
28 მაისს, 12:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება მასტერკლასი „წარმატების მიღწევის 9 გზა“, რომელიც წარმოადგენს ორთვიანი უპრეცედენტო პროექტის „მე ვარ პროაქტიური“-ს დასკვნით ღონისძიებას.

9 სპიკერი, განსხვავებული პროფესიებით და ისტორიებით, მასტერკლასის მონაწილეებს უშუალოდ გაუზიარებენ პირად გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს წარმატებას და როგორ დაეხმარა მათ ამ ყველაფერში პროაქტიური ცხოვრების სტილი. ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ მნივნელოვან რჩევებს თავიანთი პოტენციალისა და კარიერის  სწორი მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ მოიპოვონ მუდმივი განვითარების წყარო და  შეუთავსონ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო საქმე.

ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან მოქმედი ახალგაზრდა პრაქტიკოსი ბიზნესმენები, ტრენერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები და ახალგაზრდა მუშაკები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები