სამინისტროს საჩუქარი

04-10-2010
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
 
1 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი ეწვია.
მინისტრთან შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუ-ს უწევს.
სამინისტრომ სტუ-ს  გადასცა 150 000 დოლარის ღირებულების ასფალტბეტონის ლაბორატორია, რომელიც ასფალბეტონის თვისებების სრულყოფა-გამოკვლევას უზრუნველყოფს. პარალელურად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები ლაბორატორიის მოსაწყობად. წლის ბოლომდე გათვალისწინებულია სასწავლო ინვენტარით (ავეჯი) აუდიტორიების აღჭურვა (5 აუდიტორია – 80 სტუდენტზე).
აღსანიშნავია, რომ სამინიტროს შეძენილი აქვს და წლის ბოლომდე სტუ-ს გადასცემს ცემენტბეტონის თანამედროვე ლაბორატორიას (150 000 ლარის ღირებულებით), რაც უზრუნველყოფს ცემენტბეტონის სრულფასოვან კომპლექსურ გამოკვლევას და ლაბორატორიული ცდების ჩატარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები