მემორანდუმი სტუ-სა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის

20-05-2016
20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობას, კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების წარმოებას, ასევე გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით თანამშრომლობა.
მემორანდუმი სტუ-სა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის   მემორანდუმი სტუ-სა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის
მემორანდუმი სტუ-სა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის   მემორანდუმი სტუ-სა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები