პროექტი "როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ"

19-05-2016
21 მაისს, 16:00-19:00 სთ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 317-ე აუდიტორიაში ერაზმუსის სტუდენტური ქსელის თბილისის სექცია (ESN Tbilisi ISU), ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისთან (ELSA Tbilisi) თანამშრომლობით, განახორციელებს პროექტს "როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ", რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია შესაბამისი პროგრამების შესახებ, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:

• ევროპაში სწავლის შესაძლებლობები
• საზაფხულო თუ ზამთრის სკოლები
• მოკლევადიანი პროგრამები
• სასწავლო ვიზიტები
• ევროპაში სტაჟირებები
• სტიპენდიები

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაციისათვის: https://www.facebook.com/events/1664346213878843/


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები