"ევროსტუდენტი VI"

18-05-2016
დაიწყო საერთაშორის კვლევა "ევროსტუდენტი VI". კვლევის შედეგად გამოვლინდება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები, შემუშავდება რეკომენდაციები და შესაბამისი პოლიტიკა.

„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია შეისწავლოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პირობები და გამოავლინოს  სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევები.

კვლევაში თითოეული სტუდენტის აზრი მნიშვნელოვანია.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიმართეთ სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს შესაბამის ფაკულტეტებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს.

მის.: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #266
ტელ.: 2 36 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები