„ჰორიზონტი 2020“ - საინფორმაციო დღე და სემინარი ქართველი მეცნიერთათვის

17-05-2016
30 მაისს, 9:00 სთ., სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi" (საკონფერენციო დარბაზი Adjara Conference Hall, 26 მაისის მოედანი N1, თბილისი, საქართველო, 0171) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი (სამუშაო შეხვედრა) საქართველოს მეცნიერთათვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP).  
მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“.
საინფორმაციო დღის მიზანია საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული  ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან. საინფორმაციო დღეზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • პროგრამა Horizon 2020 მიმოხილვა (დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა, საპროექტო წინადადების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები);
  • ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) მხარდაჭერა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების გააქტიურების მექანიზმები;
  • Horizon 2020-ის შესაძლებლობების გამოყენება ბიზნესისა და მეცნიერებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კონტექსტში.
,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირებასთან დაკავშირებით, ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ღონისძიება დაგეგმილია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში. 
შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

საინფორმაციო ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები