პრეს-რელიზი

16-10-2007

ტრენინგ-ცენტრი სპამგო
პრეს-რელიზი

16 ოქტომბერს, 16:30 გაიმართება ტრენინგ-ცენტრის სპამგო პრეზენტაცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შემდეგ მისამართზე: კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, მცირე სააქტო დარბაზი.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის, ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოების, საქართველოს გარემოსდაცვისა და განათლების სამინისტროების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტი სპაგმო – საჯარო მოხელეებისა და მედიის შესაძლებლობების განმტკიცება საქართველოში ხორციელდება ნოტინჰემის უნივერსიტეტის, ადელფის კვლევითი ცენტრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს გარემოსდაცვის სექტორში მომუშავე მოხელეებისა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და მასმედიის იმ თანამშრომლების შესაძლებლობების განმტკიცებას, ვის მოვალეობებშიც შედის საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები