პროექტი RETHINK საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

07-05-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS პროგრამის პროექტში RETHINK (Reform of Education Thru International Knowledge exchange), რომელიც ითვალისწინებს ურბანისტიკასა და არქიტექტურის სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებას ორმაგი დიპლომების გაცემის შესაძლებლობით, გაძლიერებული გარემოს დაცვის კომპეტენციებით. 

პროექტის კოორდინატორია ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი (პორტუგალია).

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ამაღლება და მდგრადი განვითარება, ამასთან ერთად, ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაცია. ამ მიმართულებით RETHINK პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებას:
  • ქართველი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება 
  • სასწავლო პროცესის მეთოდური მხარდაჭერა
  • ხარისხის შეფასების ევროპული სისტემის ინტენსიური გამოყენება
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის შექმნა
  • პილოტური, ონლაინ სასწავლო პროცესის დანერგვა
  • ხარისხის კონტროლი
  • პროექტის შედეგების გასაჯაროება და ინფორმაციის გავრცელება
  • პროექტის შედეგების შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა
  • პროექტის მენეჯმენტი
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგეგმება შეხვედრა, სადაც საჯაროდ იქნება წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები.
logo rethink site 2


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები