შეხვედრა მეცნიერებთან

24-09-2010
უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები სტუ-ში
 
23 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა უცხოეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებთან. ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროფ. ჯემალ ხუბუა, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი (შვეიცარია);  პროფესორი ხუბუა ხელმძღვანელობს ევროპის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში დაგეგმილ ექსპერიმენტ „ატლასში“ მონაწილე საქართველოს გუნდს. პროფ. ოთარ მგალობლიშვილი, ლივერპულის ჯონ მურის სახ. უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ზოგადი ინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და პროფ. ქართლოს ყაჭიაშვილი, ქ. ლაჰორის (პაკისტანი) აბუ სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა.
ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ და განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვის შესაძლებლობები ხსენებულ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტობა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები