SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი

03-05-2016
4 მაისს, 09:00 სთ., განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, 202), ჭავჭავაძის გამზირი N 32) SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი ჩატარდება.

ფორუმზე მომხსენებლები ისაუბრებენ კვლევების განვითარების სტრატეგიაზე. ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:
  • თამარ სანიკიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
  • მარინე ჩიტაშვილი,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
  • ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი  - Elsevier-ის წარმომადგენლები;
  • გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი.
სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორები „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენენ:
  • Science Direct - პუბლიკაციების ძიება;
  • Scopus - ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიება;
  • Mendeley - რეფერენსების მართვა საკუთარი კვლევებისათვის.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“  2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. ასევე,  შესაძლებელია  ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები