"ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია და ვებპორტალი

27-04-2016
ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია და ვებპორტალი
22 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტუ-სთან არსებულმა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ და პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის" კონცეფცია წარუდგინა. 

ამასთან ერთად, სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ დამსწრე საზოგადოებას შესაბამისი ვებპორტალი წარმოუდგინა. ვებპორტალი რამდენიმე ათეულ ათას დაინტერესებულ ადამიანს აძლევს ინფორმალური ეკონომიკური განათლების ელექტრონული პროგრამის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას და მათი თვითგანვითარებისათვის საჭირო მაღალ სტანდარტებს პასუხობს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, ცნობილი მეცნიერები.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც საფუძვლიანად იმუშავებს ინფორმალური ეკონომიკური განათლების პროგრამის მიმართულებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები