პრეზენტაცია „SciFinder“-შესავალი“

25-04-2016
27 აპრილს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია „SciFinder“-შესავალი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნობიან ცნობილი საერთაშორისო კომპანიის „Chemical Abstracts Service“ მონაცემთა ბაზას „SciFinder®“.

აღნიშნული მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ქიმიური ინფორმაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულ და  საიმედო წყაროს, პატენტების ჩათვლით და ის ქიმიის მიმართულებით ინფორმაციის 99% მოიცავს.

საგულისხმოა, რომ SciFinder®  ვებაპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელია მოიძებნოს სასურველი ინფორმაცია არა მარტო ქიმიური, ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ქიმიური ფიზიკის, მეტალურგიის, ფარმაციის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები