საერთაშორისო სიმპოზიუმი „ჩაშენებული სისტემები და ახალი მიმართულებები ინჟინერიის სწავლებაში“

21-04-2016
11-15 ივნისს ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი „ჩაშენებული სისტემები და ახალი მიმართულებები ინჟინერიის სწავლებაში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით გამოვლენ სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები.

სიმპოზიუმის ძირითადი თემებია:
  • ჩაშენებული სისტემები და მათი გამოყენება
  • ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სწავლება
  • დაშორებული და ვირტუალური ლაბორატორიები
  • საერთაშორისო პროექტების მართვა
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სიმპოზიუმზე წარადგენენ სტუ-ში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DESIRE პროექტის (TEMPUS პროგრამის პროექტი) განხორციელებით მიღწეულ შედეგებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სიმპოზიუმის ვებგვერდი.

ელ. ფოსტა:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები