ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩჟზეციანის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

21-04-2016
ჩინეთის ჩჟზეციანის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Zhejiang Sci-Tech University – ZSTU) აცხადებს ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამების კონკურსს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის:

ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის:

სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულია
• სწავლის და სარეგისტრაციო გადასახადი
• კამპუსის საერთო საცხოვრებელში განთავსება (წყლისა და დენის გადასახადი გათვალიწინებული არ არის)
ა) ორადგილიანი ოთახი მაგისტრანტებისთვის
ბ) ერთ ადგილიანი ოთახი დოქტორანტებისთვის
• სტიპენდია:
ა) მაგისტრანტებისთვის - 1,700 ჩინური იუანი თვეში
ბ) დოქტორანტებისთვის - 2,000 ჩინური იუანი თვეში 

ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16 
ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ჩჟზეციანის პროვინციის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16. 
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ZSTU სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16 
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები