შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონსულტაციო დღეები

20-04-2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.

საკონსულტაციო დღეების განრიგი:
22 აპრილი, 16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
26 აპრილი, 16:00 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  G კორპუსის 106-ე აუდიტორია;
5 მაისი,  16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
10 მაისი, 16:00 საათი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  107-ე აუდიტორია (I კორპუსი);
11 მაისი, 14:00 საათი - აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი;
16 მაისი, 16:00 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია (ადმინისტრაციული კორპუსი).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები