მემორანდუმი სტუ-სა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის

18-04-2016
12 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის აპარატსა შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის  დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები საქართველოს პარლამენტში გაივლიან სტაჟირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 ნოემბრის №156/3 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ საქართველოს პარლამენტის აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული წესის თანახად. 
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების საქართველოს პარლამენტში სტაჟირების პროგრამის რეალიზაციის პროცესის წარმართვა დაევალა სტუ-სთან არსებულ ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლას.

პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის საქართველოს პარლამენტში გავლის ორგანიზებას, მათთვის დამოუკიდებელი მუშაობისათვის და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობების შექმნას და პრაქტიკის პერიოდში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის თანამშრომლობის მიზანია აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები