ფესტივალი "მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი"

18-04-2016
16 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ფესტივალი "მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი". 

ფესტივალში მონაწილეობდნენ სტუ-ს მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელები და მკმავალი მეცნიერები - მოსწავლეები ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. სკოლიდან, თელავის, კაჭრეთის, მცხეთის და ხაშურის სკოლებიდან. 

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ტავიანთ მოხსენებებში გამოთქვეს სრული მზაობა, უპასუხონ XXI საუკუნის მეცნიერულ-ტექნოლოგიურ გამოწვევებს და უზრუნველყონ ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან დისციპლინათაშორის სივრცეში აზროვნებისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარით.

სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები.

ფესტივალი დასრულდა სტუ-ს თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“-ში გახმაურებული სპექტაკლით „ბოშები“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები