სემინარი საგარეო ურთიერთობათა სამსახურებისათვის

12-04-2016
11-12 აპრილს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების სამსახურების წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტების (15 უნივერსიტეტი), მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებს, მათ შორის Erasmus+.

სემინარს უძღვებოდა ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გჟეგოჟ აუგუსტინიაკი, რომელმაც კოლეგებს გაუზიარა პოლონური უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი გამოცდილება მობილობის მიმართულებით. მან ღონისძიების მონაწილეებს წარმოუდგინა ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტი და გამართა საინტერესო პრეზენტაცია უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის აქტივობების შესახებ.

სემინარის ფარგლებში, ასევე, შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები