პროექტი "მენტორი"

11-04-2016
"ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" პროექტი "მენტორი" მიზნად ისახავს იმ ქართველი ახალგაზრდების დახმარებას, რომლებსაც ავსტრიაში სწავლის გაგრძელება სურთ.

პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც ავსტრიაში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ ან უკვე გახდნენ ავსტრიული უნივერსიტეტების სტუდენტები, შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ ასოციაციის ვებგვერდზე და მიუთითონ სწავლის გასაგრძელებლად მათთვის სასურველი სფერო, რომლის საფუძველზეც სტუდენტური ასოციაცია ეცდება, მოძებნოს შესაბამისი სფეროდან მენტორი, ანუ ქართველი სტუდენტი, რომელიც დაეხმარება ავსტრიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ, ან უკვე ჩარიცხულ ახალგაზრდებს და დააკვალიანებს მათ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში.

პროგრამა მოხალისეობრივ საწყისებზეა შექმნილი და მასში დარეგისტრირება და ასევე, მენტორების მხრიდან რჩევების მიცემა თუ დახმარება უფასოა. 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ასიციაციის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები