დისკუსია „მდგრადი განვითარება და ბიზნესის პასუხისმგებლობა გერმანიის მაგალითზე“

08-04-2016
12 აპრილს, 19:00 სთ., გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (ი. ჭავჭავაძის გამზ. ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარება და ბიზნესის პასუხისმგებლობა გერმანიის მაგალითზე“. გარემოსდაცვითი პროექტის „გაუზიარე გამოცდილების“ პირველ შეხვედრას კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ია ერაძე გაუძღვება.

დისკუსიაზე განიხილება:
· საწარმოების ეკოლოგიური, სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობა;
· მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა;
· მდგრადი განვითარების სტანდარტები ბიზნესში და მისი გავლენა ეკონომიკურ წარმატებაზე.

პროექტი “გაუზიარე გამოცდილება" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, რომლის მიზანს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ფოტო ან ვიდეო-სიუჟეტი, ჩაერთონ საჯარო დისკუსიებში ქართულ აუდიტორიასთან სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სამართლის, მწვანე ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების ჩართულობის შესახებ.

საკონტაქტო პირი: მარი გოგუაძე
ტელ: +995 593 663 023
ვებგვერდი: www.eiec.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები