პროექტი "ელექტრონული სასწავლო კურსის შექმნა და დანერგვა ინფორმაციული ტექნოლიგიების ზოგად მოდულში"

08-04-2016

8 აპრილს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებულ საგრანტო კონკურსში „პროფესიული განათლება  ეკონომიკის განვითარებისათვის“ მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც, რომელიც კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მას გადაეცა გრანტი პროექტისათვის "ელექტრონული სასწავლო კურსის შექმნა და დანერგვა ინფორმაციული ტექნოლიგიების ზოგად მოდულში".

პროექტი მიზნად ისახავს „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ზოგადი მოდულის, ელექტრონული სასწავლო კურსის შექმნას, მის გავრცელებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოს ყველა პროფესიული კოლეჯის (საჯარო თუ კერძო) სტუდენტთა და პედაგოგთათვის.

აღნიშნული ელექტრონული კურსი შეიქმნება მოდულური სწავლების ფარგლებში შემუშავებული „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ სასწავლო კურსის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო სასწავლო მოდულს და ყველა კოლეჯში ყველა სპეციალობაზე ისწავლება.

შექმნილი ელექტრონული (დისტანციური) კურსი იქნება პირველი ფართომაშტაბიანი ელ. სასწავლო კურსი, რომელიც ფართოდ დაინერგება საქართველოს პროფესიული განთლების სისტემაში.

პროექტის მენეჯერია ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში ვლადიმერ ადამია (სტუ-ს კომპიუტერული ქსელის მართვის ცენტრის ქსელის ადმინისტრატორი).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები