საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

01-09-2010
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის
სახალხო–საყოველთაო განხილვა სტუ-ში
 
პირველ სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, რომლებიც სტუ-ს აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოწვეული სტუმრები. პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა კონსტიტუციის კანონის პროექტის ცვლილებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის არგუმენტები, რამაც განაპირობა ცვლილებები საკონსტიტუციო პროექტში.
შეხვედრაზე გაიმართა დებატები. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ  როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები