კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2016

06-04-2016
ცხადდება კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2016, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით, რამდენადაც ინტერკულტურული საკითხები მრავალი აკადემიური კვლევის ინტეგრალურ ელემენტს წარმოადგენს.

აღნიშნული ჯილდოს სპონსორია გერმანული კომპანია Höffmann-Reisen GmbH და მას ვეხტას უნივერსიტეტი (გერმანია) ყოველწლიურად გადასცემს გამარჯვებულს, 10 000 ევროს პრემიის სახით.

ნომინანტებმა შესაბამისი ინფორმაცია (ინგლისურად ან გერმანულად) უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2016  წლის 30 ივნისისა.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები