რექტორი ტყიბულში

01-09-2010
სტუ–ს რექტორი ტყიბულში
 
 
31 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფანგიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად ტყიბულს ეწვია. მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ტყიბულში მეშახტეებთან და მაღაროელებთან გადასამზადებელი პროფესიული სასწავლებლის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნატორის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე, იმერეთის რეგიონში სასწავლებელს გახსნის.
სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეების, მაღაროელებისა და ზოგადად, სამთოსაინჟინრო მიმართულების კვალიფიციური კადრები მომზადდება. პროგრამების შედგენისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები