ფესტივალი "მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი"

04-04-2016
16 აპრილს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება ფესტივალი "მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი", სადაც სტუ-ს მეცნიერები შეხვდებიან პირველკურსელებსა და მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუ-ს მეცნიერთა მოხსენებები, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების დათვალიერება და სხვა ღონისძიებები.

ფესტივალი დასრულდება სტუ-ს გახმაურებული სპექტაკლით „ბოშები“ (სტუ-ს თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები