კონკურსი "გამოწვევა ელექტრომობილების ეფექტურობაში"

03-04-2016 2016 წლის 1-7 აგვისტოს თურქეთში გაიმართება კონკურსი "გამოწვევა ელექტრომობილების ეფექტურობაში" ("Efficiency Challenge Electric Vehicle"). ღონისძიების ორგანიზატორია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭო - TÜBİTAK.

კონკურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო ინსტიტუტციებისთვის და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, განსაკუთრებით საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტებს, დააპროექტონ და აწარმოონ ეფექტური ელექტრული ავტომობილები და მოწყობილობები.

ამ მიზნით, კონკურსის ორგანიზატორების მიერ გათვალისწინებულია მონაწილე სტუდენტური გუნდების ფინანსური მხარდაჭერა და პრემიები სხვადასხვა კატეგორიებში.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები