საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ABET-ის კომისია

25-03-2016
15 მარტს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ABET-ის კომისია“ შეიქმნა. კომისიის მიზანია სტუ-ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროგრამის - „SDSU-საქართველო: მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებისთვის ხარისხის აკრედიტაციისა და ინსტიტუციონალური ხელშეწყობის ინიციატივა“ - ფარგლებში საინჟინრო ტექნოლოგიების ქართული საბაკალავრო პროგრამებისათვის ამერიკული აკრედიტაციის მოსაპოვებლად სათანადო მომზადება და ხელშეწყობა.

ABET-ის კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ოფისში. შეხვედრა გახსნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ვიცე დეკანმა პროფ. ჰალილ გუვენმა. თანამედროვე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების საქმეში ABET-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობისა და თავისი გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ABET-ის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფ. მეჯიდ ჰაშემიპურმა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები