24-03-2016
14 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა სვანეთის, კერძოდ მესტიაჭალას ჰიდრო ენერგო კასკადის არქიტექტურული დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის პრეზენტაცია.
კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების კომპანია, ავსტრიული კომპანია “RP GLOBAL Austria GmbH”. კომპანიის წარმომადგენლებმა, ზურაბ გორდეზიანმა, ფრანც მადერმა (Franz Mader) და ლუკას ვაისენშტაინერმა (Lukas Weissensteiner) დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკონკურსო პირობები, ხოლო შემდგომ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.
საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 16 მაისია.
იდეის ორიგინალობიდან და კონკურსის საპრიზო ფონდის სოლიდურობიდან გამომდინარე, აღნიშნულმა შეხვედრამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
სიახლეებში დაბრუნება