ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუ-ში

24-03-2016
23 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალებიფარი და პაიამე ნურის უნივერსიტეტის კანცლერი, პროფ. როსტამი აბუსაეედი.

აღსანიშნავია, რომ ირანის პაიამე ნურის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. მისი მთავარი განყოფილება თეირანშია განთავსებული.

ირანელ სტუმრებს შეხვდენენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები