არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში

23-03-2016 არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში
23 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "So Easy / Young European Design" არქიტექტურული სემინარების დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა. არქიტექტურული სემინარები "So Easy / Young European Design" გრემში 17 მარტიდან დაიწყო და მიმდინარეობდა პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „პოლონეთის კულტურის პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ პრომესა 2016“ ფარგლებში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში დასკვნით კონფერენციაზე პრეზენტაციები გამართეს პოლონეთის ცნობილმა არქიტექტორებმა.  ასევე, წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები.

So Easy სემინარის ორგანიზატორია ვარშავაში არსებული განვითარების პოლიტიკის ფონდი. პროგრამის პარტნიორები არიან პოლონური სტუდიო + 48 არქიტექტურა, საქველმოქმედო კავშირი „თემი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში
სემინარის მიზანია სივრცული პროექტის განხორციელება -  არტ ინსტალაცია, როგორც ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში, საქველმოქმედო კავშირში „თემი“, სადაც შესაძლებლობაშეზღუდულ ადამიანებთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები.

პროექტის ფარგლებში სივრცული კონსტრუქციის მშენებლობასთან ერთად განხორციელდა არქიტექტურული სემინარები სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პოლონეთის ახალგაზრდა და დამსახურებული არქიტექტურული სტუდიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც მუშაობენ სოციალური ინკლუზიის პრობლემაზე და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კულტურული ჩართულობის პოპულარიზაციაზე.

არქიტექტორებმა სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება საზოგადოებრივ სივრცის დაპროექტებაში მათი მიღწევების შესახებ "დიზაინის ფილოსოფიის" გამოყენებით, რომლის ბენეფიციარებიც იქნებიან კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას მოკლებული ადამიანები: ხანდაზმულები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები