EMMLCT - ერაზმუს მუნდუსის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ენასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

22-03-2016
EMMLCT - ერაზმუს მუნდუსის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ენასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (The Erasmus Mundus Masters Program in Language and Communication Technologies) აცხადებს მაგისტრანტთა მიღებას 2016 წლის საშემოდგომო სემესტრიდან.

ძირითადი ფაქტები სამაგისტრო პროგრამის შესახებ:
• ხანგრძლივობა 2 წელი (120 ECTS კრედიტი) 
• კომპიუტერული ლინგვისტიკის მეთოდებისა და ტექნოლოგიების კომპლექსური შესწავლა
• ერაზმუს მუნდუსის პროგრამის სასტიპენდიო სქემა სტუდენტებისთვის ევროკავშირისა წევრი და  არაწევრი ქვეყნებიდან 
• თითოეული  წლის განმავლობაში ორ განსხვავებულ ევროპელი პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა
• ორმაგი ხარისხი
• სწავლის პერიოდში ერთ-ერთ არაევროპელ პარტნიორ ქვეყნის უნივერსიტეტში ვიზიტის შესაძლებლობა სტუდენტისთვის
• ინგლისურენოვანი კურსები და აკადემიური და მხარდაჭერა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30.04.16

პროგრამის ფარგლებში სწავლების გადასახადია 8500 ევრო და აგრეთვე,  შესაძლებელია სტიპენდიებიც.

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები:
ევროპელი პარტნიორები:
• ზაარლანდის უნივერსიტეტი ზაარბრიუკენში, გერმანია (კოორდინატორი)
• ტრენტოს უნივერსიტეტი, იტალია
• მალტის უნივერსიტეტი, მალტა
• ნანსის ლოთარინგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
• პრაღის კარლის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა
• გრონონგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
• სან სებასტიანის ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი, ესპანეთი

არა-ერვოპელი პარტნიორები:
• ჟიაო ტონგის შანხაის უნივერსიტეტი, ჩინეთი
• მელბურნის უნივერსიტეტი, ავსტრალია
პროგრამის სასწავლო კურსი მოიცავს როგორც ძირითად, ისე არჩევით მოდულებს ენის ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში. ასევე, გათვალისწინებულია  ინტერნშიპის პროექტის შესაძლებლობა და პროგრამის დასრულება სამაგისტრო თეზისით.

აუცილებელი მოთხოვნები:
• ხარისხი: ბაკალავრის ან ექვივალენტური აკადემიური ხარისხი (გამოთვლით) ლინგვისტიკაში, ენის ტექნოლოგიებში, კოგნიტიურ მეცნიერებებში,  კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკაში, ხელოვნურ ინტელექტში ან სხვა მსგავს დისციპლინებში  
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

პოსტერი და დეტალური ინფორმაცია EMMLCT ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები