სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია საერთაშორისო დიზაინის სკოლაში

21-03-2016
2 აპრილს, 12:00 სთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინის სკოლაში (კოსტავას 75, სტუ-ს მე-8 კორპ.) სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება.

საერთაშორისო დიზაინის სკოლა (International Design School - IDS) - სტუ-ს პირველი ინგლისურენოვანი ფაკულტეტია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს და სტუ-ს ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა.

 IDS თითოეულ სტუდენტს გააჩნია Autodesk-ის ლიცენზირებული CAD სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფილი საკუთარი კომპიუტერული სადგური, რომელიც შეერთებულია ვირტუალურ ბიბლიოთეკასთან და წვდომა აქვს ინტერნეტზე. სკოლის ვირტუალური ბიბლიოთეკა  PDF ფორმატის წიგნების და ჟურნალების 20,000 ეგზემპლარს აჭარბებს, მათ შორის 250-ზე მეტი დასახელების 5,000 ყოველდღიურად შევსებადი სპეციალიზებული ჟურნალია, ძირითადად ინგლისურ ენაზე.

IDS ეყრდნობა სტენფორდის უნივერსიტეტში ფორმულირებული დიზაინერული აზროვნების კონცეფციას და გულისხმობს სიღრმისეულ სამომხმარებლო ხედვას, უწყვეტ დიზაინს, შემოქმედებით ტექნიკას და პროტოტიპების გამოყენებას ბაზრის მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები