ESN აკადემია

21-03-2016
2-3 აპრილს ბაკურიანის სასტუმრო ‘’რიწაში’’, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია ერაზმუსის სტუდენტთა ქსელის - Erasmus Student Network (ESN) ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU, Eramus+ ეროვნულ ოფისთან თანამშრომლობით გეგმავს პროექტს „ESN აკადემია“ ბაკურიანში.

პროექტი მოიცავს პრეზენტაციებისა და ტრენინგების ორდღიან კურსს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ერაზმუსის გაცვლით პროგრამებზე, მათში მონაწილეობისთვის აუცილებელ პროცედურებზე.

პრაქტიკულ სემინარზე განხილული იქნება Europass–ის ფორმატის რეზიუმის, სამოტივაციო წერილისა და სარეკომენდაციო წერილის შედგენის სპეციფიკა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება დაწვრილებითი ინფორმაცია ერაზმუსის პროექტებზე: youth exchanges, training courses, EVS, study visits, international conferences და ა.შ პროექტი, ასევე, მოიცავს ტრენინგს კულტურული მრავალფეროვნებისა და მასში ორიენტაციისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ, საერთაშორისო კონტაქტების მნიშვნელობაზე და ამ რესურსის ეფექტურად გამოყენებაზე.

პრაქტიკული სემინარის მსვლელობისას, კონსულტაციებს გასწევენ ერაზმუსის გაცვლითი სასწავლო პროგრამების წარმატებული მონაწილეებიც. 

2 აპრილს აკადემიური ნაწილით დატვირთული დღის ბოლოს მონაწილეებს ელით სიურპრიზებით სავსე სოციალური ნაწილი, თემატური წვეულებით, ხოლო 3 აპრილს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს, რაც მოიცავს პროექტისთვის საჭირო ყველა ხარჯს (სასტუმრო, კვება, ტრანსპორტირება, აკადემიური და სოციალური ღონისძიებები).

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების მიხედვით.

შევსებული აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 28 მარტი.

თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს ყველა ის აპლიკანტი, რომელიც დააკმაყოფილებს მონაწილეობისთვის საჭირო წინაპირობებს. თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@esn.ge

ფეისბუკ ივენთი: ESN აკადემია

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები