კონკურსი ფაკულტეტების დეკანთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

18-03-2016

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების საბჭოები აცხადებს დეკანთა არჩევნებს


 “უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების საბჭოები აცხადებს კონკურსს ამ ფაკულტეტების დეკანთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

ფაკულტეტი დასახელება

საარჩევნო კომისია

მისამართი

ტელ., ელფოსტა

1

სამშენებლო ფაკულტეტი

სტუ-ს I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი5 525

ტელ: 595 54 55 28

sofo.cercvadze81@gmail.com

2

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი

სტუ-ს VIII კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 310

ტელ: 593 62 15 87  power@gtu.ge

3

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

სტუ-ს III კორპუსი,   მე-2 სართული, ოთახი 213

ტელ: 2 36 50 23

samto@gtu.ge

4

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

სტუ-ს II კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 306

ტელ: 597782363

maiatsverava@yahoo.com

5

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი

სტუ-ს I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 550

ტელ: 2 36 40 35 tamo_kesane@yahoo.com

6

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და  დიზაინის ფაკულტეტი

სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 408

ტელ: 2 33 71 63 Tamri-50@mail.ru

7

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

სტუ-ს VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 301

ტელ: 2 36 50 62 ims@gtu.ge

დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას უნდა დაერთოს:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
  3. სამოქმედო გეგმა;
  4. ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 22 აპრილს და დასრულდება  28 აპრილს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.

2016 წლის 4 მაისს (16 სთ) მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის  საბჭოში.  არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 5 მაისს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.  65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა  უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა - 2016 წლის 22 აპრილი, 10 საათიდან 17 საათამდე). 

არჩევნები ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე.


ფაკულტეტის საბჭოები


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები